პროექტის სათაური
ცამეტი ასურელი მამა
პროექტის მოკლე აღწერა
არსენ იყალთოელის ღვაწლი საქართველოში სამონასტრო ცხოვრების საქმეში და მისი დაყუდება კახეთში, კერძოდ იყალთოში.
პროექტის სრული აღწერა
.ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი იყალთო, დააარსა ერთერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა. იყალთო, კულტურისა და განათლების კერად ითვლებოდა. ქართველი სასულიერო მოღვაწე , ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი არსენ იყალთოელი(მოიხსენებოდა ვაჩეს ძედ)წარმოშობით იყალთოდან იყო.მან განათლება ბიზანტიაში ე. წ. მანგანის აკადემიაში მიიღო. აქვე დაიწყო მან მთარგმნელობითი მუშაობა. შემდეგ ა. იყალთოელი წავიდა შავ მთაზე, სადაც მოღვაწეობდა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით. მისი გარდაცვალების თემდეგ არსენ იყალთოელი თეოფილე ხუცესმონაზონთან და იოანე ტარიჭისძესთან ერთად დაბრუნდა საქართველოში და მოღვაწეობა გელათის აკადემიაში დაიწყო. გამხდარა.
ი ისტ. ცნობით არსენ იყალთოელს, დავით აღმაშენებლის დახმარებით იყალთოს მონასტერთან აკადემია დაუარსებია და მისი პირველი რექტორიც გამხდარა.
ა. იყალთოელმა თარგმნა და ერთ კრებულში'დოგმატიკონში' გააერთიანაბიზანტიელ მწერალთა თხზულებები; ანასტასი სინელის 'წინამძღვარი, იოანე დამასკელის ;წყარო ცოდნისანი', მისივე რამოდენიმე პოლემიკური ნაშრომი, მიქაელ ფსელოფსის,,პირმშოსათვის, სხვადასხვა სტატიები და ტრაქტატები.
ა. იყალთოელმა თარგმნა აგრეთვე დიდი სჯულის კანონი, გიორგი ამარტოლის,, ხრონოღრაფი და სხვა. აღსანიშნავია რომ მასვე მოიხსენებენ ანატომიის მცოდნედ. ა. იყალთოელს ეკუთვნის დ. აღმაშენებლის ეპიტაფია,, ვინ ნაჭარმაგევს მეფენი,, მასვე შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რითაც ასწავლიდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში.
არსენ იყალთოელი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიისადა თეოლოგიის მნისვნელოვანი წარმომადგენელ ია.
მონაწილეთა ასაკი
15-16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
2 თვე
პროექტის შესაძლოაქტვობები კლასში
მოსწავლეებს ვავალებ მოიძიონ მასალა და ამოიღონ კომპიუტერიდან.მე ვაწვდი ჩემს მიერ მოძიებულ მასალას.კლასს ვყოფ ორ ჯგუფად, თითოეული ჯგუფის წევრი მოძიებულ მასალას აწვდიან ერთმანეთს აჯერებენ და ახდენენ ანალიზს.
სარგებელი სხვებისთვის;
იყალთოში მიმდინარე არქეოლოგიური კვლევის შედეგებისმიწოდება . ცამეტი ასურელი მამის კერძოდ არსენ იყალთოელის მოღვაწეობის სრულყოფილი გაცნობა.
სამუშაო ენა
ქართული
მონაწილეობა სხვა სკოლებიდან
არა
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორიის, რელიგიის და ლიტერატურის მასწავლებლებთან.
პროექტის ფასილიტატორი
მარინა სირაძე
ფასილიტატორის ელ-ფოსტა
marinasiradze2@gmail.com
პროექტის ფორუმი
არ გვაქვს
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
marinasiradze.blogspot.com
Saturday, March 20, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)